Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში დასახმარებლად მოქალაქეებმა გაეროს ოფისს მიმართეს


მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა, თბილისში გაეროს წარმომადგენლობის ოფისთან აქცია გამართა და გაეროს ოფისში წერილობითი მიმართვა შეიტანა, მოთხოვნით დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

აქციის მონაწილეთა განცხადებით „კონფლიქტის ზონებში ექიმების დაკავება ეწინააღმდეგება, საერთაშორისოდ აღიარებული ჰუმანიტარულ ნორმებს“.

შესაბამისად, მოქალაქეები მიმართავენ გაეროს, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.
მიმართვას სამი ათასზე მეტი ადამიანი იზიარებს, - განაცხადეს, აქციის ორგანიზატორებმა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში მიდიოდა იქაური პაციენტების დასახმარებლად, რადგან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ისინი ვერ ახერხებენ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

ცხინვალის იზოლატორიდან ექიმის გასათავისუფლებლად მუშაობენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამოქმედებულია არაფორმალური კავშირებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG