Accessibility links

site logo site logo

ირანის ვიცე-პრეზიდენტი მეზობლებს აფრთხილებს: „იოლი ცხოვრება არ ექნებათ“ თუ ირანში არეულობას ხელი შეუწყვეს


ირანის ვიცე-პრეზიდენტი ესჰაყ ჯაჰანგირი

ირანის ვიცე-პრეზიდენტმა, ესჰაყ ჯაჰანგირიმ მეზობელი სახელმწიფოები გაფრთხილა, რომ „არ ექნებათ იოლი ცხოვრება“ თუ გაირკვა, რომ მათი ხელი ურევია გასული კვირის არეულობებში ირანში, რასაც მოჰყვა დემონსტრაციების ჩახშობა და მთელ ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომის შეწყვეტა.

ოფიციალური პირების თანახმად, საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც ირანის ასამდე ქალაქში მოეწყო და რომლებიც მოჰყვა საწვავის ფასის ზრდას 15 ნოემბერს, შეწყდა.

თეირანმა უცხოელ მტრებს, აშშ-ს, საუდის არაბეთს და ისრაელსე ასევე „კრიმინალებს“დასდო ბრალად ზოგიერთებისთვის ირანში ბოლო ათ წელიწადში ყველაზე მძიმე საზოგადოებრივ ძალადობაში.

საუდის არაბეთი და ისრაელი მხარს უჭერენ აშშ-ის მკაცრ ზომებს, რომლებიც გატარდა ირანის მიმართ მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი ქვეყანა გაიყვანა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან.

გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისმა და სხვა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ ათეულობით დემონსტრანტი მოკლეს და ბევრი დაშავდა გასულ კვირაში ირანში, სადაც დაკავებულია ათასამდე პირი. ამნესტი ინტერნეშენელის 23 ნოემბრის განცხადების თანახმად, მოკლულთა რიცხვი 106-დან 115-მდე გაიზარდა.

23 ნოემბერის ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, როგორ მართავს მთავრობის მხარდამჭერ მსვლელობებს ათასობით ირანელი სხვადსხვა ქალაქებში.

ინტერნეტის თავისუფლების დაცვის ჯგუფმა, NetBlocks-მა განაცხადა, რომ ინტერნეტზე წვდომა მთელს ირანში 66-ს პროცენტამდე გაიზარდა, რაც იმის ნიშანია, რომ მავრობამ შეარბილა წვდომის შეზღუდვის ზომები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG