Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ დაამტკიცა "უცხოეთის აგენტების" კანონპროექტი ჟურნალისტებზე


რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ, დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, "უცხოეთის აგენტების" კვალიფიკაცია მიანიჭოს ჟურნალისტებს, რომლებიც ამგვარი კვალიფიკაციის მქონე მედიაორგანიზაციებში მუშაობენ.

კანონპროექტი, რომელიც 25 ნოემბერს დაამტკიცეს, ამბობს, რომ ინდივიდებს შესაძლოა "უცხოეთის აგენტები" ეწოდოთ, თუ ისინი უცხოურ მედიასთან თანამშრომლობენ და მათგან ფინანსურ ან სხვა სახის მატერიალურ მხარდაჭერას იღებენ. კანონად გადაქცევამდე კანონპროექტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უნდა მოაწეროს ხელი.

"უცხოეთის აგენტების" თავდაპირველი კანონი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას ავალდებულებს ამგვარად რეგისტრირებას, რუსეთში 2012 წელს მიიღეს, მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ. პუტინი ამ გამოსვლებში დასავლეთის გავლენებს და ფულს ადანაშაულებდა.

კანონის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის ამ სიაში შეყვანილი ორგანიზაციების სტიგმატიზებას ახდენს და ახლა, დამტკიცების შემთხვევაში, უკვე ჟურნალისტებზეც მოახდენს ანალოგიურ გავლენას.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა, ჯეიმი ფლაიმ 21 ნოემბერს თქვა, რომ კანონი "იჭრება" რეპორტიორების ცხოვრებასა და უსაფრთხოებაში და "მოგვაგონებს რუსეთის წარსულის ყველაზე შავბნელ მონაკვეთებს". რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება უკვე გახდა ამ კანონის სამიზნე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG