Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გირჩმა" ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მსვლელობა მოაწყო


პარტია „გირჩის“ მხარდამჭერებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. აქციის სახელწოდება იყო „მეფე ბიძინას ვუმღეროთ თავის რეზიდენციასთან“. აქციის მონაწილეებმა იმღერეს „ვხედავ მეცხვარეს“, მათ ხელში ეჭირათ ე.წ. ხატები, რომლებზეც ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული.

„ბიძინა ივანიშვილმა წაგვართვა სამართლიანი არჩევნების უფლება ადამიანებს ამ ქვეყანაში. მან სიტყვა გატეხა, სიტყვის გატეხვა ერთგვარი ცინიზმი იყო. მის ცინიზმს ჩვენც ცინიზმით ვპასუხობთ“, - აღნიშნავდნენ აქციის მონაწილეები.

პერფორმანსი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა და მშვიდობიანად, ექსცესების გარეშე დაიშალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG