Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ანტისამთავრობო გამოსვლების გამო აშშ-ს და მოკავშირეებს ემუქრება


ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი აშშ-ს და მის მოკავშირეებს დაემუქრა, როცა მთავრობის მომხრეთა მასობრივ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და დაგმო გასულ კვირაში, საწვავის ფასების ზრდის გამო გამართული საპროტესტო აქციები.

ირანის დროშებით და უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სურათებით ხელში 25 ნოემბერს თეირანის ცენტრში ათი ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, რათა დაეგმო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი "არეულობა" - რომელშიც ირანის კლერიკალური მმართველობა უცხოელ მტრებს ადანაშაულებს.

ირანის მთავრობამ 15 ნოემბერს გამოაცხადა, რომ იწყება ბენზინის შეზღუდული გაცემა და მისი ფასიც იზრდება - რასაც ქვეყნის მასშტაბით, 100-ზე მეტ ქალაქში მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები.

გაეროს ადამიანის უფლებების კომისრის ოფისი ამბობს, რომ დემონსტრანტებზე ზეწოლას ემსხვერპლა ათობით პირი, დაიჭრა კიდევ უფრო მეტი. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, ამნესტი ინტერნეიშენალი ამბობს, რომ მოკლულ იქნა სულ მცირე 115 ადამიანი. ირანის ხელისუფლება ამ მონაცემს უარყოფს. ქვეყანაში რამდენიმე დღის განმავლობაში თითქმის სრულად გათიშულია ინტერნეტი, რაც ვითარების შეფასებას ძალიან ართულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG