Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იგეგმება წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და ქეთევან წამებულის გამზირების სრული რეაბილიტაცია


კახა კალაძე
კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, 2020 წელს თბილისში რამდენიმე დიდი გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება, მომავალი წლის გაზაფხულზე კი დაწყებული პროექტების ნაწილი დასრულდება. დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერია კერძოდ გეგმავს წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და ქეთევან წამებულის გამზირების სრულ რეაბილიტაციას:

„ვაპირებთ საბურთალოს და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის პროექტის განხორციელებას. ასევე წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ქეთევან წამებულის გამზირების სრულ რეაბილიტაციას. აქაც ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება გვექნება, როგორც ჭავჭავაძის გამზირზე, როგორც ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე. მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყლის სისტემები, შეიცვლება გაზის მილები. გამწვანება თავიდან განახლდება და დარწმუნებული ვარ, ეს გამზირებიც იქნება კეთილმოწყობილი და განახლებული, როგორც სხვა შემთხვევაში გვქონდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG