Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში აფეთქებებს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ანტისამთავრობო გამოსვლების ფონზე


ბაღდადში ხუთი ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაიჭრა სავარაუდოდ კოორდინირებული თავდასხმების შედეგად, რომლის დროსაც 26 ნოემბერს, საღამოს, ქალაქში ერთდროულად სამი აფეთქება მოხდა, - უთხრეს ერაყის ოფიციალურმა პირებმა სააგენტო „ასოშიეიტედ პრესს“.

ეს პირველი ასეთი თავდასხმა იყო მას შემდეგ, რაც თითქმის ორი თვის წინ ქვეყანაში დაიწყო ანტისამთავრობო გამოსვლები, კორუფციის და საზოგადოებრივი სერვისების სისუსტის გამო. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა თავდასხმის ფორმა ჰგავდა ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ ხელწერას.

როგორც იუწყებიან, აფეთქებებისას გამოიყენეს ორი დანაღმული მოტოციკლი და გზაზე დამონტაჟებული ბომბი.

მანამდე, 26 ნოემბერს, ბაღდადში ერთი დემონსტრანტი მოკლეს და 21 დაიჭრა შეტაკებებში აქციების მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის. იუწყებიან, რომ დემონსტრანტის სიკვდილი რეზინის ტყვიამ გამოიწვია.

დემონსტრაციები 1 ოქტომბერს დაიწყო და მას შემდეგ 340-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG