Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუბაზ სანიკიძე: სააკაშვილი აგენტს როდის მეძახდა, თავგასიებულს მეძახდა


„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე აღნიშნავს, რომ იგი მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო შეხვდა. გუბაზ სანიკიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ყველაზე გავლენიანი ქართველი პოლიტიკოსია, როგორც საქართველოს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ:

„ორმხრივი სურვილი იყო მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის. არა მარტო ჩემი. ეს გამოიწვია ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ და რეალობამ. მიხეილ სააკაშვილი მოგვწონს თუ არა, ის, ჩემი შეფასებით, არის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მას აქვს ძალიან დიდი პიროვნული რესურსი, ამიტომ ჩავთვალე, რომ ის ნარატივი, რომელსაც 7 წელია ნერგავს ბიძინა ივანიშვილი, რომ სააკაშვილი არ უნდა მობრუნდეს, „ნაცები“ თუ მობრუნდნენ, მეორედ მოსვლა დაიწყება და საქართველოს დაესხმება ყველა მეზობელი, ეს ამაზრზენი და ამორალურიცაა“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი მას აკრიტიკებდა და აგენტს ეძახდა, გუბაზ სანიკიძემ უპასუხა: „აგენტს როდის მეძახდა, თავგასიებულს მეძახდა“.

გუბაზ სანიკიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ თავადაც, სააკაშვილიც და „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი ვალერი გელბახიანიც საკუთარ თავს და ეგოს გადაახტნენ და ერთმანეთს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შეხვდნენ:

„მეც, მიხეილ სააკაშვილმაც და ვალერი გელბახიანმაც მოვახერხეთ და ნურავინ ნუ დაიჩემებს, ამ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ვალერი გელბახიანზე მეტად რეპრესირებული ყოფილიყოს. პაპზე უფრო კათოლიკეები ნუ იქნებით. ხუთი წელი ლუკმაპური არ ჰქონდა, სად დადიოდა და რომელ ქვეყანაში ღამეს ათევდა, კაციშვილმა არ იცის. და კაცმა მოახერხა ეს. დააფასეთ და კი ნუ დასცინით ადამიანს. შერიგებას და მშვიდობის ჩამოგდებას ნუ დასცინით“, - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენლებს გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს 23 ნოემბერს, კიევში შეხვდა.

XS
SM
MD
LG