Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“ - 36%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 26% - „ედისონ რისერჩის" გამოკვლევა


ოპოზიციური პარტიების რეიტინგებში ჯამში 44%-ს შეადგენს „ედისონ რისერჩის“ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევაში, რომელიც მან ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით ჩაატარა. ამავე გამოკვლევაში „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს მოსახლეობის 36%.

შეკითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები დღეს, რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდი ხმას? პარტიების შედეგები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ – 36%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 26%;

„ევროპული საქართველო“ – 9%;

„ლეიბორისტული პარტიაა“ - 6%;

„პატრიოტთა ალიანსს“ 5%;

ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობა“ - 3%;

გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო “ – 3%;

„გირჩი“ – 3%;

„ლელო“ – 3%;

ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ – 1%;

ირაკლი ოქრუაშვილის „გამარჯვებული საქართველო“ – 1%;

დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობა“ - 1%.

30%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას.

მეთოდოლოგია

„ედისონ რისერჩმა“ კვლევა 12 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით აწარმოა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის მოსახლეობის გარდა საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებმა 2000-მა ადამიანმა. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იქნენ არჩეულნი. შესაძლო ცდომილება 2.2%-ია, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.

XS
SM
MD
LG