Accessibility links

site logo site logo

პომპეო: გამოძიებულ უნდა იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში ჩარევის შესახებ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ყურადღების ღირსია და გამოძიებულ უნდა იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში უკრაინის ან რომელიმე სხვა ქვეყნის ჩარევის მცდელობის შესახებ.

აშშ-ის სპეცსამსახურები, მოგვიანებით კი სპეცპროკურორი რობერტ მიულერი მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსეთი ჩაერია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. კერძოდ, მან გატეხა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის სერვერი, ასევე სოცქსელებში ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას, როგორც წესი, არჩევნებში დონალდ ტრამპის მეტოქის, ჰილარი კლინტონის საზიანოდ.

კლინტონის სასარგებლოდ უკრაინის ჩარევის თაობაზე საუბრობს ტრამპის ზოგიერთი მომხრე. ტრამპის ოპონენტები არჩევნებში უკრაინის ჩარევის შესახებ მტკიცებულებებს დაუსაბუთებელ კონსპიროლოგიას უწოდებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG