Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს შენობასთან აქცია დასრულდა


15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ გამართული აქცია დასრულდა.

აქტივისტებმა გზაზე საღებავით წარწერები დატოვეს, მათ შორის ის სიტყვები („ამ ცხოვრების დედაც", „აბა, დამიჭირე"), რაც 15 წლის მოზარდმა „მწვანე სკოლაში" დაწერა.

აქციაში სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" და მოძრაობა „გაბედეს" წევრები და სხვა მოქალაქეები მონაწილეობდნენ. ისინი ორგანიზებული პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.

15 წლის მოზარდი, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს, ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

ოპერაცია საჭირო გახდა ტვინის შეშუპების დაწყების გამო.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის ლონდა თოლორაიას თქმით, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია გამომძიებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG