Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდმა ოფიციალურად თქვა უარი სახელწოდება „ჰოლანდიაზე“


სამეფრო სასახლე ამსტერდამში.
სამეფრო სასახლე ამსტერდამში.

ნიდერლანდმა ოფიციალურად თქვა უარი სახელწოდება „ჰოლანდიაზე“. ხელისუფლებამ ამ გზით გადაწყვიტა ებრძოლოს გაუგებრობას. ნიდერლანდის პრესის თანახმად, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ასევე იმიტომ, რომ ტურისტებისთვის „ჰოლანდია“ ნარკოტიკებთან და ამსტერდამის "წითელი ფარნების უბანთან" ასოცირდება. სახელწოდება „ჰოლანდიას“ აღარ გამოიყენებენ ქვეყნის ოფიციალურ ლოგოზე. მას შეცვლიან კომპანიები, საელჩოები, სამინისტროები და უნივერსიტეტები. ახალ ბრენდს მაისში წარმოადგენენ როტერდამში, ევროვიზიის კონკურსზე, და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე. ჰოლანდია ნიდერლანდის დასავლეთი მხარეა, რომელიც ორ პროვინციას მოიცავს. ნიდერლანდის მთელი სამეფოსთვის „ჰოლანდიის“ გამოყენება ადრე პროტესტს იწვევდა ხოლმე სხვა პროვინციების მოსახლეობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG