თბილისში საშობაო „ალილოს“ მსვლელობა დაიწყო. მსვლელობის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მანძილს ფეხით გაივლიან. გზა და გზა შეგროვილ ტკბილეულსა და საჩუქრებს მოგვიანებით მოხუცთა თავშესაფრებში, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებში და პენიტენციურ დაწესებულებებში მიიტანენ.
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისსა და რეგიონებში "ალილო" ტრადიციული მსვლელობით ყოველ წელს აღინიშნება.