ოთხშაბათს წამყვანმა ავიაკომპანიებმა გააუქმეს ავიარეისები ირანსა და ერაყში და მარშრუტი შეუცვალეს ამ ქვეყნების საჰაერო სივრცეებში გამავალ სხვა რეისებსაც. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც ირანმა წუხელ სარაკეტო იერიში განახორციელა ერაყში აშშ-ის ძალებზე. აშშ-ის ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ ამერიკულ კომპანიებს აუკრძალა რეგიონში ფრენა. მაგრამ რამდენიმე სხვა ავიაკომპანია განაგრძობს ამ საჰაერო სივრცის გამოყენებას.
ყველაზე პოპულარული
1