Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია თანამდებობიდან შესაძლო გადაყენებაზე: გინდათ დაგასპოილეროთ? დაელოდეთ ფინალურ სერიას


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

„მოდით ფინალს დაველოდოთ“, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა მთავრობის მეთაურის პოსტზე მისი ჩანაცვლება ბიძინა ივანიშვილით:

„მოდით ფინალს დაველოდოთ, ნუ ჩქარობთ, დაველოდოთ ფინალს და ვნახავთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

„თქვენ თვითონ ტოვებთ თანამდებობას თუ გატოვებინებენ?“ - ჟურნალისტების მორიგი შეკითხვას კი გიორგი გახარიამ კითხვითვე უპასუხა:

„თქვენ ისე დაჟინებით მეკითხებით, მაინცდამაინც დაგასპოილეროთ გინდათ?“ - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს, თუმცა ამ საკითხზე სხვა დეტალები აღარ დაუმატებია.

მედიაში ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან შესაძლო გადაყენების შესახებ. მედია მის პოტენციურ ადგილმონაცვლედ ძირითადად 2 კანდიდატს ასახელებს - პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს. პრემიერ-მინისტრის პოსტი გიორგი გახარიას 2019 წლის სექტემბრიდან უკავია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG