Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კლუბ ბასიანის“ თანამშრომლებზე თავდასხმაში ბრალდებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალდება დაუზუსტეს


პროკურატურამ ბრალი დაუზუსტა 2020 წლის 12 იანვარს „კლუბ ბასიანის“ თანამშრომლებზე თავდასხმაში ბრალდებულს.

როგორც პროკურატურა აცხადებს, „მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული არაერთი საგამოძიებო მოქმედების და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბიძინა ჩაჩხიანს წარედგინა ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხულიგნური ქვენა გრძნობით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით“.

თავდაპირველად ჩაჩხიანს ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ხულიგნობის მუხლებით ჰქონდა წარდგენილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 იანვარს ბიძინა ჩაჩხიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG