Accessibility links

site logo site logo

18 წლის ბილი აილიში ოთხი პრემიით "გრემის" ცერემონიის ტრიუმფატორი გახდა


პოპმუსიკის 18 წლის ვარსკვლავი, ბილი აილიში, 2020 წლის "გრემის" ცერემონიის ტრიუმფატორი გახდა, ოთხივე უმნიშვნელოვანეს ნომინაციაში გამარჯვებით.

სადებიუტო სტუდიური ალბომით "When We All Fall Asleep, Where Do We Go?" აილიშმა მოიპოვა წლის ალბომის, წლის სიმღერის, წლის ჩანაწერის და წლის საუკეთესო ახალი არტისტის ჯილდოები ცერემონიაზე, რომელიც 26 იანვარს ლოს-ანჯელესში გაიმართა.

ალბომის თანაკომპოზიტორი, პროდიუსერი და ხმის რეჟისორი ეილიშის უფროსი ძმა, ფინეას ო'კონელია, რომელმაც ექვსი პრემია მიიღო.

სხვა გამარჯვებულებს შორის იყვნენ ლილი ნას ექსი, რომელმაც გრემი საუკეთესო ვიდეოკლიპისთვის მიიღო და ლიზო, რომელიც სამი პრემიის მფლობელი გახდა.

ცერემონიის დროს მონაწილეებმა პატივი მიაგეს კალათბურთის ლოსანჯელესელი ლეგენდის, კობი ბრაიანტის ხსოვნას, რომელიც რამდენიმე საათით ადრე ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპა 41 წლის ასაკში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG