Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი კორონავირუსით სიკვდილი პირველად დაფიქსირდა ჩინეთის ტერიტორიის გარეთ


საავადმყოფო ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, სადაც ახალი კორონავირუსით დაავადებული პირველი ადამიანი გარდაიცვალა ჩინეთის ტერიტორიის გარეთ.
საავადმყოფო ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, სადაც ახალი კორონავირუსით დაავადებული პირველი ადამიანი გარდაიცვალა ჩინეთის ტერიტორიის გარეთ.

ახალი კორონავირუსით სიკვდილი პირველად დაფიქსირდა ჩინეთის ტერიტორიის გარეთ. ესაა 44 წლის მამაკაცი, რომელიც გარდაიცვალა ფილიპინებში, სადაც ის ჩავიდა დაავადების ეპიცენტრიდან, ჩინეთის ქალაქ უჰანიდან. ამის შესახებ იტყობინება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

უკანასკნელი მონაცემებით, ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა. მარტო უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში 45 ადამიანი დაიღუპა. ყველანი ცხოვრობდნენ პროვინცია ჰუბეიში, საიდანაც დაიწყო დაავადების გავრცელება. დაავადებულთა რიცხვმა 15 ათასს მიაღწია. კორონავირუსი ერთ თვეზე უფრო ნაკლებ პერიოდში გავრცელდა 20-ზე მეტ ქვეყანაში.

მედიკოსთა თანახმად, ახალ კორონავირუსს ძლიერი პნევმონიის გამოწვევა შეუძლია, მის წინააღმდეგ არ არსებობს სპეციფიკური მკურნალობა, შესაძლებელია მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქება. როგორც წესი, მძიმე დაავადება უვითარდებათ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებს და ხანდაზმულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG