Accessibility links

site logo site logo

საქართველოში უკვე შესაძლებელია კორონავირუსზე ტესტირება


ახალი სახეობის კორონავირუსზე, რომელიც ჩინეთიდან გავრცელდა, დიაგნოსტირების საშუალება უკვე საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი. „გუშინ ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტიდან ღამე ჩამოვიდა დამატებითი რეაგენტები, რაც ჩვენ გვაკლდა იმისთვის, რომ ბოლომდე დაგვესვა ლაბორატორიული დიაგნოზი ამ დაავადების“, - ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, დილის მონაცემებით, დაკვირვების ქვეშ არის 6 ადამიანი, მათგან ორის სინჯები გადაგზავნილი იყო როტერდამის ლაბორატორიაში, საიდანაც ჩამოსული პასუხი უარყოფითია, ანუ არ დაუდგინდათ კორონავირუსი. ანალოგიური პასუხი მიიღეს ლუგარის ლაბორატორიაშიც.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა საზოგადოებას მიმდინარე სტატისტიკაც გააცნო:

ლაბორატორიულად დადასტურებულია დაინფიცირების 20 ათას 438 შემთხვევა

გარდაცვლილია - 425 ადამიანი

გამოჯანმრთელდა და გაეწერა საავადმყოფოებიდან - 632

ჩინეთის გარეთ კორონავირუსი სულ 24 ქვეყანაში დაფიქსირდა - სულ 163 შემთხვევა

მათგან 8 დაინფიცირებული ადამიანი არ იყო ნამყოფი ჩინეთში.

შეგახსენებთ რომ 30 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალი სახეობის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG