Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს მინისტერიალს დაესწრება


ირაკლი ღარიბაშვილი და იენს სტოლტენბერგი (საარქივო ფოტო)
ირაკლი ღარიბაშვილი და იენს სტოლტენბერგი (საარქივო ფოტო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში, რომელიც 12-13 თებერვალს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და მის მოადგილეს, მირჩა ჯოანს. მთავარი განსახილველი თემებია ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერების გზები, „არსებითი პაკეტის“ პროგრესი, საქართველოს როლი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი და საერთაშორისო მისიებში საქართველოს წვლილი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას, რომელზეც „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები იმსჯელებენ უსაფრთხოების გამოწვევებსა და მისიაში მონაწილეობის დეტალებზე.

ბრიუსელში ვიზიტისას ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ლიეტუვის, ესტონეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, ჩეხეთის და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებს.

ბელგიის დედაქალაქიდან თავდაცვის მინისტრი გაემგზავრება გერმანიაში, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG