Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატი კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც ტრამპს ირანის წინააღმდეგ მოქმედებას უზღუდავს


US Senate vote
US Senate vote

აშშ-ის სენატმა, რესპუბლიკური პარტიის წევრების უმრავლესობის მქონე პალატამ, კენჭისყრაზე გაიტანა რეზოლუცია, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უზღუდავს შესაძლებლობას, სამხედრო ზომებს მიმართოს ირანის წინააღმდეგ.

რვა რესპუბლიკელი მიემხრო დემოკრატ კოლეგებს და გადაწყვიტეს საბოლოო კენჭისყრაზე გაიტანონ დოკუმენტი 13 თებერვალს. 12 თებერვლის პროცედურულ კენჭისყრაზე ხმათა თანაფარდობა იყო 51-45.

იურიდიული ძალის არმქონე რეზოლუცია დაავალებს ტრამპს, უკან გაიყვანოს ჯარი, რომლებიც ირანის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებაში შეიძლება ჩაებას, თუ კონგრესი ომს არ გამოაცხადებს, ან სამხედრო ძალის გამოყენებისთვის საგანებო უფლებამოსილებას არ გააფორმებს.

ტრამპი და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ ასეთი ზომა ირანისთვის და სხვა პოტენციური მოწინააღმდეგეებისთვის იქნება სისუსტის მაჩვენებელი სიგნალი. წარმომადგენელთა პალატამ, სადაც დემოკრატებს აქვთ უმრავლესობა, გასულ თვეში მიიღო მსგავსი რეზოლუცია, როცა დემოკრატები და ზოგიერთი რესპუბლიკელი გააბრაზა ტრამპის ქმედებამ, არ მიეცა კონგრესისთვის ინფორმაცია ირანის სტრატეგიის შესახებ. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას მერე, რაც ტრამპის განკარგულებით აშშ-ის საჰაერო ძალებმა ერაყში მოკლეს ირანის ელიტარული „ყუდსის ძალების“ სარდალი, გენერალი ყასემ სულეიმანი. ტრამპმა ოპერაციის შესახებ კონგრესს მომხდარის შემდეგ აცნობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG