Accessibility links

logo-print logo-print

აზერბაიჯანმა ჩაკეტა საზღვარი ირანთან


ცნობას აზერბაიჯანი-ირანის სახელმწიფო საზღვრის ჩაკეტვის შესახებ აზერბაიჯანული მედია კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად აზერბაიჯანის მთავრობაში შექმნილ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ვითვალისწინებთ რა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და სხვა ქვეყნების გამოცდილებას, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეზღუდვის რეჟიმი დავაწესოთ აზერბაიჯანისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე 2020 წლის 29 თებერვლის 16:00 საათიდან ორი კვირის განმავლობაში. შექმნილი ვითარების შესახებ აზერბაიჯანულმა მხარემ წინასწარ ჩააყენა საქმის კურსში ირანის შესაბამისი უწყებები“, - წერია კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად აზერბაიჯანის მთავრობაში შექმნილი შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, საზღვრის ჩაკეტვა არ ნიშნავს იმას, რომ ირანში მყოფ მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნების საშუალება არ მიეცემათ. ამ მიზნით სპეციალური ე.წ. დერეფანი გაკეთდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG