Accessibility links

logo-print logo-print

საპენსიო სააგენტომ საპენსიო შენატანებით 560 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები იყიდა


საპენსიო სააგენტომ საპენსიო შენატანებით დაგროვებული 560 მილიონი ლარით ფასიანი ქაღალდები - სადეპოზიტო სერთიფიკატები იყიდა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შენაძენს 5-წლიანი ვადა აქვს.

საპენსიო სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ფასიანი ქაღალდების საპროცესო განაკვეთი 14,9 პროცენტია.

"მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს მონაწილეთა ინტერესების დაცვას და დღევანდელი საბაზრო მონაცემების გათვალისწინებით, გვთავაზობს მოსალოდნელ რისკებსა და მოსალოდნელ უკუგებას შორის საუკეთესო ბალანსს", - განმარტავს საპენსიო სააგენტო.

საქართველოში დაგროვებით საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. რეგულაციის მიხედვით, ამ სქემაში მონაწილეობის ვალდებულება საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს, რომლის ასაკიც 40 წელს კანონის ძალაში შესვლის დროს 40 წელს ქვემოთ იყო. დასაქმებული ყოველთვიურად 6 პროცენტს აგროვებს, საიდანაც ორ-ორ პროცენტს სახელმწიფო, დამსაქმებული და დასაქმებული ინაწილებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG