Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამნაშავე ხარ შენ - ქალთა უფლებების მხარდასაჭერი აქცია


დღეს, 8 მარტს რამდენიმე ათეული ქალი თბილისში, ფილარმონიის შენობის წინ შეიკრიბა. მათი მთავარი სათქმელი იყო ის, რომ ყველა დამნაშავეა, ვინც ქალთა მიმართ ძალადობაზე თვალს ხუჭავს.

აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ფემიციდი სოციალურ პრობლემად იქცა და დროა, პასუხისმგებლობა თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს.

ქალთა მოძრაობა ბოლო ორ თვეში ქალების მოკვლის სტატისტიკასაც აქვეყნებს. ამ დროის განმავლობაში რვა ქალი მოკლეს. გარდა ამისა, იძალადეს არაერთზე, მათ შორის, ყოფილმა ქმრებმა დაჭრეს ყოფილი ცოლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG