Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ რუსეთთან საზღვარზე მიმოსვლა შეაჩერა


კორონავირუსის COVID-19 საფრთხის გამო, დღეიდან, 16 მარტიდან შეჩერდა მოქალაქეთა გადაადგილება საქართველოსა და რუსეთს შორის.

საქართველოს მთავრობის მიერ 15 მარტს მიღებული გადაწყვეტილება არ ვრცელდება მოქალაქეებზე, რომლებსაც საკუთარ ქვეყნებში დაბრუნება სურთ. შეზღუდვა არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს.

16 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 33 შემთხვევა.

16 მარტის დილის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში ინფიცირებულია 63 ადამიანი.

დღემდე საქართველო-რუსეთს შორის მიმოსვლა ხორციელდებოდა სახმელეთო საზღვრით, ზემო ლარსის გავლით, რადგან ავიამიმოსვლა 2019 წლის ზაფხულის შემდეგ შეწყვეტილია. პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG