Accessibility links

logo-print logo-print

რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აკრძალა საჯარო ღვთისმსახურება


ქალაქ კლუჟის ტაძარი

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა დაამტკიცა ცვლილება, რომლის თანახმად ორშაბათიდან იკრძალება საჯარო ღვთისმსახურების ჩატარება და ასევე, მორწმუნეების შეკრება როგორც ტაძრებში, ისე ეზოებში. სასულიერო პირები ცარიელ ტაძრებში ჩაატარებენ წირვას, რომლის მოსმენაც მრევლს ინტერნეტის საშუალებით სახლებში შეეძლება. მორწმუნეები ასევე დისტანციურად მიიღებენ ლოცვა-კურთხევას თავიანთი მოძღვრებისგან, - ამ წესების შესახებ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წარმომადგენელმა, ვასილე ბენესკუმ, განუცხადა რადიო თავისუფლებას.

ახლებურად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია 19 აპრილს. ცარიელ ტაძარებში ჩატარებული სადღესასწაულო ღვთისმსახურების ტრანსლირება მოხდება ონლაინ, რუმინეთის სპატრიარქოს ტელევიზიის მეშვეობით. ამასთან, მორწმუნეებს არც აღდგომის დღეს ექნებათ უფლება შეიკრიბონ ეკლესის წინ, წმინდა ცეცხლის მისაღებად.

ამ განცხადების ფონია რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისის განკარგულება, რომლის თანახმად ხელისუფლება 25 მარტიდან გამოიყენებს სამხედრო ძალებს კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად გამოცხადებული „საყოველთაო კარანტინის“ განსახორციელებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG