Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 83-მდე გაიზარდა


ახალი სახეობის კორონავირუსის (COVID-19) შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა. 27 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 83 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან 14 გამოჯანმრთელებულია, - იტყობინება მთავრობის ვებგვერდი stopcov.ge. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 4 641 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 239.

ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიზეზით საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული. კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი წუხელ გამოცხადდა.

XS
SM
MD
LG