Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუნივერსიტეტო კლინიკის ყველაზე მძიმე, მარნეულელ პაციენტს სუნთქვის მართვა აღარ სჭირდება


COVID-19-ით დაავადებულ, 62 წლის მარნეულელ ქალს, რომლის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, უახლოეს ხანში გადაიყვანენ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტიდან თერაპიის განყოფილებაში.

ამის შესახებ მედიას დღეს, 2 აპრილს აცნობა კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა. მისი განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, აქვს მკვეთრად დადებითი დინამიკა, ბოლო 24 საათია აღარ არის მართვით სუნთქვაზე და კონტაქტური და ადეკვატურია.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 22 მარტს მოთავსებული ქალი ამ საავადმყოფოს ყველაზე კრიტიკულ პაციენტად ითვლებოდა. მისი ანამნეზური მონაცემები აჩვენებდა გადატანილ ინფარქტს, შუნტირებას, სუნთქვის უკმარისობას, შაქრიან დიაბეტს და არტერიულ ჰიპერტენზიას.

ლევან რატიანის განმარტებით, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ექიმების მიერ ამ პაციენტის მდგომარეობა შეფასებული იყო უკიდურესად მძიმედ და ტერმინალურად, ანუ ბოლო სტადიად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG