Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია მთავრობას ფინანსური დახმარების მისაღებად მხარდაჭერას უცხადებს და პარტნიორებს მიმართავს


23 ოპოზიციური სუბიექტი ფინანსური დახმარების თაობაზე საერთაშორისო პარტნიორებს მიმართვას უგზავნის. მიმართვაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის არსებობს სრული კონსესუსი იმაზე, რომ სტრატეგიული მეგობრებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზომის პირდაპირი ფინანსური ინექცია სჭირდება, რათა პანდემიის მიმდინარეობისას ქვეყანამ შეინარჩუნოს ეკონომიკური წონასწორობა, ხოლო პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკის გადარჩენა შეძლოს.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ხელისუფლებასთან ფუნდამენტური განსხვავებების მიუხედავად, სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მას, საერთაშორისო ფინანსური დახმარების მოპოვების საკითხში:

„საქართველოს მთავრობის წინაშე დგას საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების გადაუდებებელი აუცილებლობა და როგორი კრიტიკულებიც არ უნდა ვიყოთ მათ მიმართ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ მცდელობაში. ჩვენი ქვეყნის საერთო და სასიცოცხლო ინტერესია, მიიღოს ის საერთაშორისო დახმარება, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას, როგორც დღევანდელს, ასევე არჩევნების შემდგომ ქართველი ხალხის პოლიტიკური ნების შესაბამისად ფორმირებულ მთავრობას, მისცემს მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევის შესაძლებლობას“, - აღნიშნულია მიმართვაში.

მიმართვის ადრესატები არიან აშშ-ს მთავრობა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, კანადის მთავრობა, ნორვეგიის მთავრობა, შვეიცარიის მთავრობა, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის განვითარების ბანკი, EBRD, ევროპის საინვესტიციო ბანკი, Development Bank, აზიის განვითარების ბანკი, JICA.

მიმართვას ხელს აწერენ:

  1. გირჩი
  2. ევროპული საქართველო
  3. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  4. ახალი საქართველო
  5. რესპუბლიკური პარტია
  6. სამოქალაქო მოძრაობა
  7. თავისუფალი საქართველო
  8. ევროპელი-დემოკრატები
  9. პარტია სამართლიანობისთვის
  10. მოძრაობა ახალი საქართველოსთვის
  11. გამარჯვებული საქართველოსთვის
  12. კანონი და სამართალი
  13. თავისუფალი დემოკრატები
  14. საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება
  15. დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო
  16. ემსახურე საქართველოს
  17. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის
  18. საქართველო ლიდერთა შორის
  19. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
  20. მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
  21. ქრისტიან-კონსერვატიული პარტია
  22. ლელო საქართველოსთვის
  23. ნატო ჩხეიძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG