Accessibility links

ტაჯიკეთში ფეხბურთის სეზონი იხსნება კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად


ტაჯიკეთის სუპერთასი ფეხბურთში

ტაჯიკეთის ფეხბურთის სეზონი იწყება კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, როცა მთელ მსოფლიოში ყველა სპორტული შეხვედრა გადაიდო.

შუა აზიის ამ ქვეყანაში, სადაც 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ აღრიცხულა.
ტაჯიკეთის სუპერთასის გათამაშების ფინალში „ისთიქლოლი“ და „ხუჯანდი“ ხვდებიან ერთმანეთს 4 აპრილს, თუმცა მთავრობამ გადაწყვიტა, შეხვედრა ქომაგების გარეშე გაიმართოს.

5 აპრილს უკვე ლიგის შეხვედრები გაიმართება, ასევე დახურულ კარს მიღმა. ტაჯიკეთის მიმართ კრიტიკა გაისმა დიდი აღლუმების, კონცერტების და სპორტული შეხვედრების გამართვის გამო სპარსული ახალი წლის, ნავროზობის აღნიშვნის დროს.

ტაჯიკეთის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ამ ქვეყანაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG