Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგრაგული ბაზრები დაიკეტა, რა ელოდება უბნის ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებს?


7 აპრილის დილიდან საქართველოში თითქმის ყველა აგრარული ბაზარი დაიხურა. Ქალაქის მასშტაბით კი არაერთი მაღაზია სწორედ ადგილობრივ ბაზრებში შეძენილი პროდუქტებით მარაგდებოდა.

ნუნუს დოლიძის ქუჩაზე უკვე წლებია თავისი ხილ-ბოსტნეულის მაღაზია აქვს, ის ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აგრარული ბაზრიდან მოჰქონდა პროდუქტი მისი დაკეტვით მაღაზიის მომარაგება არ შეფერხდება, რადგან აგრარული პროდუქტების საბითუმო მაღაზიები არ დაკეტილა.

“დეზერტირების ბაზრიდან” მომქონდა და ახლაც იქიდან მოაქვთ პროდუქტები ჩემს შვილებს. ბაზარი დაიკეტა მათთვის, ვინც შემდეგ რჩებოდა და საცალოდ ყიდდა, Ხოლო ვისაც მაღაზია აქვს ის საბითუმოში ყიდულობდა ისედაც ყველაფერს. Დილით, 6 ის მერე მიდიან ჩემები და მოაქვთ რაც გვჭირდება. ”

აგრარული ბაზრების დაკეტვის გადაწყვეტილებამ ათასობით მოვაჭრე ნაყიდი პროდუქტით, კლიენტების გარეშე დატოვა. მოვაჭრეები არსებულ და მოსალოდნელ ზარალს ითვლიან და იმედი აქვთ, რომ მთავრობა შეზღუდვების მოხსნას არ გადაავადებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 7 აპრილს ფერმერებს შესთავაზა მალფუჭებადი პროდუქტები ბითუმად მოვაჭრეებისთვის მიეწოდებინათ:

“იცით თქვენ, არის სავაჭრო საბითუმო ქსელი ჯიბე, სადაც სპეციალურად საგანგებო პირობების შემთხვევაში განისაზღვრა ვაჭრობის ახალი პლატფორმა, სადაც Ფერმერებს შეეძლებათ მიაწოდონ ბითუმად მოვაჭრეებს თავიანთი წარმოებული მალფუჭებადი პროდუქცია და ფაქტობრივად, თბილისის რამდენიმე რაიონში ეს იქნება დამატებითი სავაჭრო ორგანიზებული პლატფორმა იმისთვის, რომ სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვით, მოხდეს ვაჭრობის უწყვეტი განხორციელება” - განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, თუ აგრარული ბაზრები დააკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, მათ მუშაობის საშუალება ექნებათ.

წესების დარღვევისთვის კი ბაზრის ადმინისტრაცია 15 ათასი ლარით, მოვაჭრე კი 3 ათასი ლარით დაჯარიმდება.





XS
SM
MD
LG