Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ეპიდემიოლოგიური ვითარების მიხედვით გადაწყვეტს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება.

„ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე, მის დამძიმებაზე, ან პირიქით და ვნახოთ“, - უთხრა დღეს, 9 აპრილს მედიას გიორგი გახარიამ. მისი განცხადებით, ყველაზე მთავარი მოქალაქეების ჯანმრთელობაა.

პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა გადაუდებელი დახმარების ცენტრ 112-ში, სადაც საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მუშაობს სპეციალური ქოლცენტრი 144 და მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას საგანგებო რეჟიმის პირობებზე.

COVID-19-ის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

9 აპრილის 15:00 საათის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით დაავადების საერთო ჯამში, 214 შემთხვევაა. მათგან გამოჯანმრთელებულია 50. გარდაიცვალა 3.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG