Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე ვარაუდობს, რომ საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების მოხსნა მაისიდან დაიწყება


არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ვარაუდობს, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შეზღუდვების მოხსნის დაწყება ეტაპობრივად მაისიდან იქნება შესაძლებელი.

პარლამენტის ბიუროს 13 აპრილის სხდომაზე მან განაცხადა, რომ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში, პანდემიამდე მდგომარეობაში დაბრუნების წინაპირობა საზოგადოების მიერ უსაფრთხოების დაწესებული ნორმების შესრულებაა:

„თუ ეს პირობები შესრულდება განუხრელად და ჩვენ ყველა მოქალაქე დავეხმარებით ჯანდაცვის სამსახურებს, რომ ეფექტურად იყოს მართული ვირუსის გავრცელების შემდეგი ეტაპიც, სადაც პიკი არის მოსალოდნელი, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ მაისიდან დავიწყოთ ზომების მოხსნა ეტაპობრივად იმ მოცემულობით, რის საშუალებასაც რეალური მონაცემები და მიმდინარე მონაცემები მოგვცემს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო, განსაკუთრებულად მკაცარი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს მარნეულის, ბოლნისის, ლენტეხისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში.

13 აპრილის 15:30 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული 266 შემთხვევაა, მათგან 67 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG