Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩაიკეტა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლები - ხატისოფელი, მუშევანი და ვანათი


ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, სოფლები ხატისოფელი, მუშევანი და ვანათი მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანახმად, აღნიშნული სოფლების საზღვრებზე მოეწყო ბლოკპოსტები, რომლებსაც პოლიცია აკონტროლებს.

საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანახმად, საკარანტინო ზონაში სურსათისა და მედიკამენტების ტრანსპორტირება ყოველგვარი შეფერხების გარეშე განხორციელდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრ საკარანტინო ზონად უკვე გამოცხადებული იყო ქალაქი ბოლნისი და სოფლები: რაჭისუბანი, ქვემო ბოლნისი, სავანეთი, ბალიჭი და დაბა კაზრეთი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანახმად, მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 80 შეადგინა. მათგან 19 ახალი შემთხვევაა. COVID-19-ისგან მუნიციპალიტეტში მცხოვრები 4 პირი განიკურნა, 2 კი გარდაიცვალა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 456 შეადგინა. Stop.Cov.ge-ის თანახმად, ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ისევ 132-ია, გარდაცვლილია 5 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG