Accessibility links

დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. მთავრობაში ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები იქმნება


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "პრეზიდენტმა", ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა განკარგულებას აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურის დამტკიცების შესახებ.

ახალი სტრუქტურის შესაბამისად, ალექსანდრ ანქვაბის მთავრობაში 12-ის ნაცვლად, 14 სამინისტრო იმუშავებს. შეიქმნება ორი ახალი სამინისტრო. ესენია ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები.

დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის განკარგულებით, ე.წ. მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურაში სხვა ცვლილებებიც შედის. მათ შორის, რეორგანიზაციას დაექვემდებარება სოციალური ბლოკის სამინისტროები. კერძოდ, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო გაიყოფა ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფისა და დემოგრაფიული პოლიტიკის სამინისტროებად.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალი „პრეზიდენტის“ ასლან ბჟანიას ინაუგურაცია სოხუმში 23 აპრილს გაიმართა.

24 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალმა "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ "პრემიერ-მინისტრად" ალექსანდრ ანქვაბი დანიშნა.

მანამდე, სრული შემადგენლობით გადადგა დე ფაქტო მთავრობა ვალერი ბგანბას ხელმძღვანელობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG