Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა


დღეს საქართველოს თავდაცვის ძალები აღნიშნავს დაარსებიდან 29-ე წლისთავს.

1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა გამოსცა წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის განკარგულება. გაწვევა 30 აპრილს დაიწყო და ეს დღე გახდა საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების ათვლის წერტილი.

თავდაცვის შესახებ საქართველოს კანონით, ქვეყანას თავდაცვის ძალები ჰყავს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ამოცანებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად.

საქართველოს თავდაცვის ძალები პოლიტიკურად ნეიტრალური და შეიარაღებული სამხედრო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს აუცილებელ და პროპორციულ სამხედრო და სხვა სახის ღონისძიებებს.

ამჟამად საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები პოლიციასთან ერთად აკონტროლებენ კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების დაცვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG