Accessibility links

ამირან გამყრელიძე: დღეს ყველაზე მეტი, 1 096 ტესტი ჩავატარეთ კორონავირუსზე


​დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დღეს, 30 აპრილს საქართველოში ყველაზე მეტი - 1 096 ტესტი ჩატარდა კორონავირუსზე. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ახლა უკვე 5-ის ნაცვლად 12 ლაბორატორიაში ტარდება ტესტები და კიდევ სამი ლაბორატორია დაემატება. 15 მაისამდე კი დღეში 1,5 ათასიდან 1,7 ათასამდე ტესტის ჩატარება იგეგმება, უფრო მოგვიანებით კი 2 ათასზე მეტის.

"როდესაც ხდება შემსუბუქება შეზღუდვითი ღონისძიებები, აუცილებელია უფრო მასშტაბიანი და ფართო ხელმისაწვდომობა იყოს PCR ტესტებზე. აი, აქეთკენ მიდის ქვეყანა", - თქვა მან.

საქართველოს მთავრობამ 24 აპრილს შეზღუდვების მოხსნის 6-ეტაპიანი გეგმა წარადგინა. ქვეყანა სწორედ ამ გზით გეგმავს კორონავირუსის პანდემიის პირობებში საფრთხის შემცირებისთვის დაწესებული შეზღუდვები მოხსნას.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ლაბორატორიულად კორონავირუსი 539 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 178 გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG