თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციას ობიექტის გახსნის უფლება მისცეს. ბაზარში შემსვლელებს თერმოსკრინინგს უტარებენ და პირბადით და ხელთათმანით უშვებენ. ამ საშუალებების გამოყენებით მუშაობენ მოვაჭრეებიც. ბაზრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სრულად იცავენ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებს.
მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ 27 აპრილიდან, ე.წ. ეკონომიკის გახსნის პირველ ეტაპზე, აგრარულ ბაზრებს ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, საქმიანობის გაგრძელების უფლება მისცა, თელავის ბაზარიც გაიხსნა, თუმცა, იმავე დღეს დაიხურა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წესების დარღვევის გამო, ადმინისტრაცია 3 ათასი ლარით დააჯარიმა.