Accessibility links

ევროპაში პანდემია იკლებს, აშშ-ში სიკვდილიანობის მკვეთრ ზრდას ვარაუდობენ


Iran Gilan

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 250 ათასს გადააჭარბა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი - 3,5 მილიონს.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანდაცვის აღრიცხვისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) თანახმად, ამერიკაში COVID-19-ით სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდა არის მოსალოდნელი მაშინ, როცა დასავლეთ ევროპის ბევრი ქვეყანა გამოდის მრავალკვირიანი მკაცრი საკარანტინო ზომებიდან იმ იმედით, რომ კონტინენტზე პანდემიამ პიკს მიაღწია. ამ ვარაუდის საფუძველს იძლევა სიკვდილიანობის კლება ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც ყველაზე მძიმე ვითარება იყო ეპიდემიის თვალსაზრისით.

IHME, რომლის მოდელებსაც ეყრდნობა თეთრი სახლი, თავის განახლებულ პროგნოზში ვარაუდობს, რომ აგვისტოს დასაწყისამდე აშშ-ში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 135 ათასს შეიძლება მიაღწიოს. ეს თითქმის ორჯერ მეტია 17 აპრილს გაკეთებულ პროგნოზზე, ვინაიდან შტატების უმრავლესობა ამსუბუქებს საკარანტინო და სოციალური დისტანცირების ზომებს.

4 მაისს მსოფლიო ლიდერებმა ონლაინ კონფერენციაზე ვალდებულება იკისრეს, მინიმუმ 8,1 მილიარდი დოლარი გამოყონ კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG