Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 15-17 კლასტერია


საქართველოში კორონავირუსის 15-17 კლასტერია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის წარმომადგენელმა, ხათუნა ზახაშვილმა თქვა.

"კლასტერი ყბადაღებულ სიტყვად იქცა, რეალურად ეპიდემიოლოგების მიერ გამოიყენება რაღაცა ჯგუფური შემთხვევის აღსაწერად, რომელიც ერთმანეთთან რაღაც ნიშნით არის დაკავშირებული, ძირითადად ეს არის ხოლმე გადაცემის მექანიზმი. არაფერი ჯადოსნური ამაში არაფერი არაა", - თქვა მან.

მისი თქმით, არის კლასტერები, სადაც მხოლოდ 2-3 შემთხვევაა, თუმცა ამავდროულად არსებობს კლასტერები, სადაც ათეულობით ადამიანი ერთიანდება. მანვე აღნიშნა, რომ ვირუსი შეიძლება გადაიცემოდეს ოჯახურ სივრცეებში ან სამსახურში, ან საერთოდ სხვა სივრცეში.

საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 604 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 240 განიკურნა, 9 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG