Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულების რეგისტრაცია დღეს დაიწყო


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი თვითდასაქმებულების რეგისტრაცია დღეს, 15 მაისს დაიწყო. ეს პროცესი 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ინფორმაცია ამის შესახებ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ გააჟღერა.

300 ლარიანი დახმარების მისაღებად 2020 წლის აპრილიდან პირს შემოსავალი არ უნდა უფიქსირდებოდეს. მათ უნდა მიუთითონ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ნომერი და საბანკო ანგარიშის ნომრები.

რეგისტრირებული თვითდასაქმებულები

კომპენსაციას თვითდასაქმებული რეგისტრაციის გარეშე ვერ მიიღებს. მან ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე (moh.gov.ge) განაცხადი უნდა შეავსოს. ყველა ის თვითდასაქმებული, რომელსაც მცირე ბიზნესის სტატუს აქვს მიღებული ან ფიქსირებულად დასაბეგრ საქმიანობას ეწევა ან მიკრობზინესის სტატუსი აქვს ან ინდივიდუალურ მეწარმედ არის რეგისტრირებული, არ დასჭირდებათ შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ისინი კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე შეტყობინებას მიიღებენ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე eservices.rs.ge. განცხადების დამუშავება და კომპენსაციის დარიცხვა 10 დღის ვადაში მოხდება.

არარეგისტრირებული თვითდასაქმებულები

თვითდასაქმებულები, რომლების არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში დღეიდან 6 კვირის ვადაში უნდა ატვირთოს 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.

ეს დოკუმენტი შეიძლება იყოს: გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება შემოსავლის მიღება. დოკუმენტი უნდა იყოს დათარიღებული და აღბეჭდილი უნდა იყოს მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება მათ შორის, შესყიდვების ან მიღება-ჩაბარების აქტი.

გარდა ამისა, შესაძლებელია 2020 წლის პირველი სამი თვის საბანკო ამონაწერის წარდგენა, რომლითაც შემოსავალი დადასტურდება. მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობა, ან ლიცენზია, რომლითაც მას საქმიანობის უფლება მისცეს. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება შემოსავალი. საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია. დადებითი პასუხის შემთხვევაში მათ თანხა 10 დღეში ჩაერიცხებათ.

საქართველოს მთავრობამ თვითდასაქმებულების დახმარებაზე რამდენიმე კვირის წინ ისაუბრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ვინც შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს 300 ლარიან დახმარებას ერთჯერადად მისცემენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG