Accessibility links

თბილისის მერია: ყველას მიმართ გამოვხატავთ პატივისცემას, ანძა განათდება თეთრად


თბილისის ანძა 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს ცისარტყელას ფერებში არ განათდება. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ 17-18 მაისს ანძის განათებასთან დაკავშირებით მათთან რამდენიმე წერილი შევიდა, მათ შორის ერთი მეგობარი ქვეყნის - თურქმენეთის (ამ დღეს თურქმენეთში კონსტიტუციის დღე აღინიშნება). უწყება განმარტავს, რომ ერთ დღეს ანძა თურქმენეთის დროშის ფერებში განათდება, სხვა დღეებში კი - თეთრად.

"ამით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე არის ერთი მთლიანი და არა მსოფლმხედველობის ან ცხოვრების წესის მიხედვით დანაწევრებული საზოგადოება. ამ ქვეყანაში ტოლერანტობას ვერასდროს ჩაანაცვლებს შეუწყნარებლობა და ფობიები. ჩვენ ქვეყანაში სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები ნაწილდება ყველაზე თანაბრად, მათი სექსუალური, ეთნიკური თუ კონფესიური კუთვნილების მიუხედავად", - ვკითხულობთ განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ, 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ დღის აღსანიშნავად, თბილისის მერიას თბილისი პრაიდმა ანძის ცისარტყელას ფერებში განათება სთხოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG