Accessibility links

საქართველოს მოქალაქეებს ისევ შეუძლიათ სამკურნალოდ თურქეთში წასვლა


საქართველო-თურქეთის საზღვარი სარფში (საარქივო ფოტო)

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 20 მაისიდან გაუქმდა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვა და პაციენტებს ისევ შეუძლიათ თურქეთში სამკურნალოდ ჩასვლა. თურქეთმა შეზღუდვა მოუხსნა 31 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს.

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა ქვეყანაში ჩასვლის, საავადმყოფოში მიღების, მკურნალობის და იზოლაციის წესები. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს პაციენტის თანმხლები პირების ჩასვლის წესებსაც.

თურქეთის ოფიციალური მონაცემებით, ბოლო რამდენიმე დღეა ქვეყანაში შედარებით იკლო კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების ახალმა შემთხვევებმა. თურქეთში ინფიცირებულთა საერთო რიცსვი 151 600-ს აჭარბებს. გარდაცვლილია 4 000-ზე მეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG