Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2019 წელს ყველაზე მეტ პირს ბრალი ქურდობის, ოჯახში ძალადობისა და ნარკოდანაშაულისთვის წაუყენეს


გასულ 2019 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა ყველაზე მეტის პირის მიმართ ქურდობისთვის, ოჯახში ძალადობისა და ნარკოდანაშაულისთვის დაიწყო. ამის შესახებ მონაცემები პროკურატურას ყოველწლიურ ანგარიშში აქვს ასახული.

ქურდობისთვის (მუხლი 177) სისხლისსამართლებრივი დევნა 3 960 პირის წინააღმდეგ დაიწყო, ოჯახში ძალადობისთვის (მუხლი 126 პრიმა) 2 699-ის წინააღმდეგ, ნარკოდანაშაულისთვის (მუხლი 260) კი 2 600 პირის წინააღმდეგ. სულ ჯამში სისხლისსამართლებრივი დევნა 19 114 პირის წინააღმდეგ დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG