Accessibility links

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩად ინიშნება


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩად ინიშნება. მისივე ფუნქცია იქნება ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის წარმომადგენლობა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ციხელაშვილი მინისტრის ფუნქციას 15 ივნისამდე შეასრულებს.

ქეთევან ციხელაშვილი ამ თანამდებობაზე 2016 წლის აგვისტოდან მუშაობს. მანამდე, 2012 წლიდან, ის ამავე უწყებაში მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG