Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძე: კორონავირუსზე წარმომადგენლობითი კვლევა საქართველოში შემოდგომაზე ჩატარდება


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში წარმომადგენლობით შერჩევით სეროპრევალენტობის კვლევა შემოდგომაზე ჩატარდება. კვლევაზე, რომელიც მოქალაქეებში კორონავირუსის ინფექციის მოხდას ადასტურებს, გამყრელიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

"შემოდგომაზე ჩვენ ვგეგმავთ კლასიკურ სეროპრევალენტობის კვლევას, ამერიკის დაავადების ცენტრთან და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, სადაც შეირჩევა რამდენიმე ათასი ადამიანი. დაახლოებით, ამ ტიპის კვლევა გვაქვს ჩატარებული C ჰეპატიტთან დაკავშირებით, მაშინ 7 ათასი პირი შეირჩა ქვეყნის მაშტაბით და ყველა რეგიონზე მოგვცა ინფორმაცია", - თქვა გამყრელიძემ.

მანვე განმარტა, რომ შემოდგომამდე მსგავსი კვლევების ჩატარება საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტსა და დასახლებაში იგეგმება. ყურადღება გამახვილდება ტურისტულ ცენტრებზეც.

საქართველოში დაახლოებით ერთი კვირის წინ უკვე ჩატარდა მსგავსი კვლევა თბილისში, ბოლნისსა და თელავში. თბილისში 1 000 ადამიანიდან მხოლოდ 6-ს დაუდასტურდა გადატანილი ვირუსი, ხოლო ბოლნისში 150 ადამიანიდან 1-ს, თელავში - არცერთს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG