Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონგკონგელები 1989 წელს პეკინის ტიანანმენის მოედანზე ხოცვა-ჟლეტის წლისთავს აღნიშნავენ


4 ივნისს ჰონგ-კონგის პრო-დემოკრატიულმა ძალებმა და ადამიანის უფლებების დაცვის აქტივისტებმა, პეკინში, ტიანანმენის მოედანზე 1989 წელს მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლის პატივსაცემად ალტერნატიული ვარიანტები გამონახეს მას მერე, რაც ხელისუფლებამ პირველად, 31 წლის განმავლობაში აკრძალა ცენტრალური შეხვედრა.

1989 წელს დემონსტრაციის ჩახშობისას ჩინეთის მთავრობამ მოკლა ასობით, შესაძლოა ათასობით ადამიანი. პეკინში ამ დღის გარშემო ღიად არ ლაპარაკობენ და მთავრობა არ აღნიშნავს ამ დღეს არანაირი ფორმით.

მაგრამ წლევანდლამდე ხოცვა-ჟლეტის დღეს რეგულარულად აღნიშნავდნენ ნახევრად ავტონომიურ ჰონგ-კონგში, სადაც შეხვედრის ორგანიზატორებმა პოლიციისგან მიიღეს განკარგულება, რომ კორონავირუსის გამო საჭირო სოციალური დისტანცირების დაცვის მიზეზით „გამარჯვების პარკში“ დაგეგმილი შეხვედრა უნდა გაუქმებულიყო.

„პრო-დემოკრატული ჰონგ-კონგის ალიანსის წევრებმა მოუწოდეს ათეულ ათასობით ადამიანს, ვინც ჩვეულებრივ ესწრებოდა შეხვედრებს ანთებული სანთლებით, ახლაც აანთონ სანთლებიდა შეერთდნენ ონლაინ პროგრამის გზით.

ჰონგ-კონგში პოლიტიკური ვითარება დაძაბულია. ჩინეთმა გასულ კვირაში კენჭი უყარა ეროვნული უსაფრთხოების ახალ კანონს ჰონგ-კონგისთვის, რეგიონის ადგილობრივი კანონმდებლობის გვერდის ავლით.

დამოუკიდებლობის მომხრე ჯუფები პეკინის ქმედებას განიხილავენ ადამიანის იმ უფლებების დარღვევის ნაწილად, რომლებითაც მათ უნდა ესარგებლათ 2047 წლამდე.

ჰონგ-კონგის კანონმდებლებს 4 ივნისს უნდა მიეღოთ კანონი, რომელიც ჩინეთის სახელმწიფო ჰიმნის დაცინვას დანაშაულად აფასებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG