Accessibility links

სტალინის მუზეუმთან ასობით ფლაერი ჩამოყარეს


გორში, სტალინის მუზეუმთან და მიმდებარე სკვერში სამოქალაქო აქტივისტებმა დრონის გამოყენებით ასობით ფლაერი ჩამოყარეს.

პირველ გვერდზე გამოსახულია სტალინის ფოტო წარწერით: „სტალინის წერილი, რის შედეგადაც საქართველომ ტაო-კლარჯეთი დაკარგა“. რუკაზე გამოსახულია ტაო-კლარჯეთი და ქვეშ ამონარიდია სტალინის წერილიდან, რომელიც 1921 წლის 28 თებერვალს ლენინს გაუგზავნა: „ართვინის (ტაო-კლარჯეთი) თურქეთისთვის გადაცემა შესაძლებელია, მაგრამ უფრო შორს მათი შეშვება არ შეიძლება. ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ბათუმი, რადგან ბათუმში განლაგებულია ნავთობის შესანახად საჭირო უამრავი რეზერვუარი“.

ფლაერის მეორე გვერდზე გამოტანილია ინფორმაცია, რუსეთის მიერ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში გაღვივებული კონფლიქტების და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ.

სამოქალაქო აქტივისტები, რომლებსაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ სურთ, გვეუბნებიან, რომ მსგავსი აქციების მიზანია სტალინის შესახებ საბჭოთა და რუსული პროპაგანდის მიერ შექმნილი მითების დამსხვრევა და საზოგადოების ინფორმირება რუსეთის დეზინფორმაციული შეტევების თაობაზე.

აქტივისტები აცხადებენ, რომ ასეთი აქციებით საზოგადოების ყურადღებას მიიქცევენ და მნიშვნელოვან ინფორმაციას გაავრცელებენ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG