Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზახაშვილი: მსოფლიოს შავი ჭირის პანდემიური გავრცელება არ ემუქრება, შეგვიძლია წყნარად ვიყოთ


ხათუნა ზახაშვილი
ხათუნა ზახაშვილი

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის თანახმად, შავი ჭირი განკურნებადი დაავადებაა და ისევე როგორც მთელს მსოფლიოს, ასევე საქართველოს საფრთხეს ვერ შეუქმნის.

„შავი ჭირი კოვიდ 19-ისგან განსხვავებით ის გამომწვევია, რომელიც მსოფლიოსთვის უხსოვარი დროიდანაა ცნობილი და დღეს მიუხედავად იმ სირთულეებისა, რასაც აწყდებიან რამდენიმე ათასი შემთხვევის გამო მსოფლიოში, ეს განკურნებადი დაავადებაა და ძალიან მაღალ რისკს ეპიდემიოლოგიური, პანდემიური გავრცელებისას არ მოიცავს. ყველაზე საშიში ფორმა შავი ჭირის არის ფილტვის ფორმა. ჩინეთში რეგისტრირებული შემთხვევა, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, არის ბუბონური ფორმა. ანუ შესაბამისად ეპიდემიოლოგიური გავრცელების პოტენციალი არ გააჩნია“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა პასუხად მედიის მიერ დასმული კითხვისა, არის თუ არა საფრთხე იმისა, რომ ჩინეთში შავი ჭირის სახით მეორე ეპიდემიამ იფეთქოს.

ხათუნა ზახაშვილის თქმით, ადამიანის შავი ჭირით დაავადების შემთხვევა საქართველოში ბოლოს 1921 წელსაა აღწერილი და მას შემდეგ აღარ ყოფილა. მისი თქმით, მსოფლიოს შავი ჭირის პანდემიური გავრცელება არ ემუქრება, ამიტომ „შეგვიძლია წყნარად ვიყოთ“.

რამდენიმე დღის წინ შავი ჭირი პეკინის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბაიანურში ოფიციალურად დადასტურდა. რეგიონში მესამე დონის განგაში გამოცხადდა.

ბაიანურის ადგილობრივმა მთავრობამ მოქალაქეებს თხოვა, მკვდარი ვირზაზუნის პოვნის შემთხვევაში ჯანდაცვის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG