Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ედისონ რისერჩმა“ გამოიკვლია ოპოზიციიდან სასურველი პრემიერობის კანდიდატები


„ედისონ რისერჩის“ საზოგადოებრივი გამოკვლევის შედეგების თანახმად, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ლიდერობს ოპოზიციიდან პრემიერ-მინისტრობის სავარაუდო კანდიდატებს შორის.

მოქალაქეები პასუხობენ შეკითხვას, თქვენი აზრით, ვინ უნდა იყოს ოპოზიციური კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში?

  • დავით ბაქრაძე - 26%
  • გიორგი ვაშაძე (სტრატეგია აღმაშენებელი) - 20%
  • გრიგოლ ვაშაძე - 18%
  • მიხეილ სააკაშვილი - 7%
  • ნიკა მელია - 5%
  • შალვა ნათელაშვილი - 4%
  • ირმა ინაშვილი - 2%
  • მამუკა ხაზარაძე - 2%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულის" დაკვეთით ამერიკულმა კომპანიამ „ედისონ რისერჩმა“ ჩაატარა.

კვლევა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG